პრემიერის გამოსვლა გაეროში

23 სექ 2022

გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ევროინტეგრაციაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.

ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დგას უკრაინის გვერდით.

პრემიერის გამოსვლა გააკრიტიკა ქართული ოპოზიციის ნაწილმა, "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ისურვებდა, რომ პრემიერი საკუთარი განცხადებების ლიდერი დარჩეს. 

მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ პრემიერის გზავნილები იყო ზუსტი. საკვანძო საკითხები კი, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი გააკეთა საყურადღებოა.