16 იან 2017
რელიგიური პლურალიზმის აუცილებლობასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესაძლო გზებზე ისაუბრეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის, ამერიკულ კუთხეში. ღია დისკუსიას სახელწოდებით ,,რელიგიური თავისუფლება’’ სტუდენტები, ამ თემით დაინტერესებული პირები, იეზიდთა თემისა და მუსლიმთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.