ბათუმელი კესარია მგელაძე მსოფლიო ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს 

25 სექ 2022

ბათუმში მიმდინარე კადეტ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე სამი დღე დარჩა. 12 წლამდელებში ბათუმელი კესარია მგელაძე, გუშინ  შავი ფიგურებით აზერბაიჯანელ ხანიმ ისმაილოვას დაუზავდა და 7 ქულით პირველობა შეინარჩუნა.

ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან იგივე ისმაილოვა, ირანელი, და ინდოელი ასევე  რუსი მოჭადრაკეები, რომელიც ჩემპიონატზე ფიდეს დროშით ასპარეზობს.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართება.