მინი-ფეხბურთში აჭარის პირველობა ქედის გუნდმა მოიგო

27 სექ 2022

დასრულდა აჭარის პირველობა მინი-ფეხბურთში ქალაქისა და   მუნიციპალიტეტების გუნდებს შორის. შეჯიბრება წრიული სისტემით ჩატარდა და ხუთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

ტურნირში, რომელიც აჭარის მინი-ფეხბურთის ფედერაციისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა, რვა გუნდი მონაწილეობდა.

გამარჯვებული ქედის გუნდი გახდა, რომელმაც ტურნირი უდანაკარგოდ ჩაატარა და ყველა შეხვედრა მოიგო.