ბათუმელ მოჭადრაკეს მედლის მოპოვების მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა 

27 სექ 2022

ბათუმში მთავრდება კადეტ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს 108 წარმომადგენელი მონაწილეობს.  

ბოლო ტურის წინ მათგან მხოლოდ კესარია მგელაძეს შერჩა მედლის მოპოვების თეორიული შანსი. რომელიც 8 ტურის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობდა, მაგრამ ბოლო ტურებში ზედიზედ  ორი მარცხის შემდეგ მან მერვე ადგილზე გადაინაცვლა. გუშინ ბათუმელი მოჭადრაკე ოქსანა გორიაჩკინასთან დამარცხდა.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მე-11 ტურის პარტიები გათამაშდება.