დასაქმების ფორუმი

28 სექ 2022

ბათუმში დასაქმების  ფორუმი  გაიმართა. მასში 60  მსხვილი კომპანია  მონაწილეობდა. ფორუმზე სამსახურის მაძიებლებს საშუალება  ჰქონდათ ვაკანსიებს  გასცნობოდნენ და დამსაქმებლებს გასაუბრებოდნენ.   წარმოდგენილი იყო  100-ზე მეტი ვაკანსია. 

ფორუმის ორგანიზატორი  ‘’მცირე  და  საშუალო მეწარმეობის  განვითარების  ასოციაციაა’’.

ორგანიზატორების ინფორმაციით,  მიზანი სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების  კომუნიკაციის  ხელშეწყობაა.