გამკაცრებული მონიტორინგი

16 იან 2017

 მონიტორინგის გამკაცრება - რამდენადაა დაცული სილამაზის სალონებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურებისას სანიტარული ნორმები. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და აჭარის საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრს შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად,  მხარეები მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას ერთობლივად იღებენ.