თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამა

28 სექ 2022

პირველად საქართველოში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა თავდაცვისა და უსაფრთხოების გრძელვადიან, სტრატეგიული დონის პროგრამას მასპინძლობს.

სწავლება ექვს მოდულს მოიცავს: სტრატეგიული ლიდერობა, უსაფრთხოების პოლიტიკა და სტრატეგიული განვითარება, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოება, საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურა, თავდაცვის დაგეგმარება და მენეჯმენტი.

ექვსთვიანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ეროვნული უსაფრთხოების კუთხით მომუშავე ექსპერტების ლექციები, ასევე ვიზიტები პარტნიორ ქვეყნებში.