ე.წ. რეფერენდუმი - შალვა პაპუაშვილის გამოხმაურება

28 სექ 2022

ჩვენ ვგმობთ და არ ვაღიარებთ იმ ფსევდო რეფერენდუმებს, რომლებიც ტარდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. დაუშვებელია საზღვრების ძალისმიერი შეცვლა.

აუცილებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - ამ განცხადებით  ტვიტერზე გამოეხმაურა ე.წ. რეფერენდუმს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.