ვითარება ლარსზე

28 სექ 2022, 16:03

0
გაზიარება:

რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას მასობრივად ტოვებენ.  უკვე რამდენიმე დღეა ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მრავალკილომეტრიანი რიგები არ წყდება. რუსი მოქალაქეები ქვეყნის დატოვების მიზეზად გამოცხადებულ სამხედრო მობილიზაციას ასახელებენ.

გაზრდილ ნაკადს საქართველოს შსს-შიც ადასტურებენ. მათი ინფორმაციით გადმომსვლელების რაოდენობა 40-45 პროცენტით არის გაზრდილი.