შეხვედრა ევროინტეგრაციის საკითხებზე 

29 სექ 2022

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტების  საკრებულოს და მერიის ადმინისტრაციების, სტრუქტურული  ერთეულების, დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელებს და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის მომხსენებლებმა  საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ახალი შესძლებლობებზე ისაუბრეს.  

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.