ევროკავშირი გმობს ლუკაშენკოს ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში

29 სექ 2022

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში - აფხაზეთში.

სტანოს თქმით, ვიზიტი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.