ევროკავშირის ელჩის და სოფლის მეურნეობის მინისტრის შეხვედრა

30 სექ 2022

ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა. შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ნაწილში მიღწეულ პროგრესზე.

უწყების ინფორმაციით, ისაუბრეს სასურსათო უსაფრთხოების, ბაზრების დივერსიფიკაციის, ნარჩენების მართვის, სოფლის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე.