ტურნირი მინი ფეხბურთში

30 სექ 2022

დღე ბათუმში დასრულდა არსენ ბარაბაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი-ფეხბურთში 2013 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის.

შეჯიბრება, რომელიც 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 8 გუნდი მონაწილეობდა.

ტურნირის გამარჯვებული ბათუმის „დინამოს“ ბავშვთა გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში საფეხბურთო კლუბი „მაჭახელა“ 3:1 დაამარცხა. მესამე ადგილზე გუნდი „ბაკური“ გავიდა.

ტურნირის ორგანიზატორთა განცხადებით, შეჯიბრებას ტრადიციული ხასიათი ექნება და ყოველ წელს გაიმართება, რაც პირველ რიგში ბათუმში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს.