უკანონო ბორდერიზაციის პროცესი

01 ოქტ 2022

უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება.  საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან გამოჩნდნენ და ხნულების გავლება დაიწყეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს ქმედება უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელებად შეაფასა.

ს​უს-ში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.