თეთნულდზე სამ ტურისტს ეძებენ

02 ოქტ 2022

სვანეთში, თეთნულდზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები სამ ტურისტს ეძებენ.

წინასწარი ინფორმაციით, სამივე მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ტურისტებთან კავშირი ​რამდენიმე დღის წინ შეწყდა.

სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე ვერტმფრენი.