მედიასწავლება "ღირსეული პასუხი 2022"

02 ოქტ 2022

„ღირსეული პასუხი 2022“ სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედიასწავლება მიმდინარეობს.

მედიის წარმომადგენლებს ხუთი დღის განმავლობაში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო წესით უწევთ ცხოვრება - დილის ვარჯიში, კვება „ჯარის კაცის“ ულუფით, ცხოვრება ყაზარმებში და გადაადგილება ახალი ლოჯისტიკური საშუალებებით. ისინი იმიტირებულ სცენარებში მონაწილეობენ.  

„ღირსეული პასუხი 2022“ უკვე მეექვსედ იმართება.