„ატეიტის თასის ბათუმი 2022“-ის დასრულდა

02 ოქტ 2022

ატეიტის თასის“ ბათუმი 2022“-ის გათამაშება დასრულდა.  ტურნირს ფეხბურთში  ჩვენი ქალაქი ერთი თვის განმავლობაში მასპინძლობდა. შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.

ფინალში ერთმანეთს   თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის გუნდი და ყაზახეთის „ატირაუ  შეხვდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 0:0 დასრულდა.

გამარჯვებული პენალტების სერიის შემდეგ გამოვლინდა. გადამწყვეტი როლი „დინამოს“ მეკარემ მათე ჭელიძემ ითამაშა, რომელმაც ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და, ტურნირის საუკეთესო მეკარეც გახდა.

ტურნირს  მომავალშიც ბათუმში უმასპინძლებს.