ქუთაისში საკონდიტრო მაღაზია გაქურდეს

03 ოქტ 2022

ქუთაისში საკონდიტრო მაღაზია გაქურდეს. შენობა ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს. რუსთაველის ქუჩაზე განთავსებული საკონდიტროდან წაღებულია თანხა.

მძარცველები შენობაში, სავარაუდოდ, კარიდან შევიდნენ, რადგან კარი დაზიანებულია.

ამ დროისთვის, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. შსს-მ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.