USAID - სამოქალაქო განათლების პროგრამა 

03 ოქტ 2022

სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა დაიწყო.  USAID-ის პროექტი, რომლის მიზანიც სამოქალაქო განათლების ხელშეწყობაა,  5  წლის განმავლობაში  გაგრძელდება. ის სამოქალაქო განათლების სწავლების პროცესში ტექნოლოგიების დანერგვას, სკოლაში დემოკრატიული  კულტურის  განვითარების ხელშეწყობას და სკოლებთან კერძო სექტორის დაკავშირებას ითვალისწინებს.

სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად დაგეგმილია სკოლა-ბიზნესის ფორუმი. აჭარაში სამოქალაქო განათლების პროგრამაში 72  სკოლაა ჩართული, ქვეყნის მასშტაბით კი ის  650  სკოლას  მოიცავს. 

პროგრამის დეტალებს დღეს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ასევე  საჯარო სკოლების წარმომადგენლები  ბათუმში გაეცნენ.