დუმამ ანექსიას მხარი დაუჭირა

03 ოქტ 2022

უკრაინაში ომი გრძელდება. ქვეყანა წარმატებას აღწევს და იბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ლიმანის გათავისუფლების შემდეგ უკრაინულმა ძალებმა სხვა რამდენიმე დასახლებაც გაათავისუფლეს.

ამის პარალელურად რუსეთის სახელმწიფო დუმამ უკრაინის რეგიონების ანექსიას ერთხმად დაუჭირა მხარი.

საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია უცვლელია, ოკუპანტს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.