როგორ უნდა იმოქმედოს მედიამ სამხედრო-საომარი ოპერაციების დროს 

03 ოქტ 2022

როგორ უნდა ვიმუშავოთ ჟურნალისტებმა საომარი მოქმედებების დროს? - 5 დღის განმავლობაში ჟურნალისტები, ოპერატორები სამხედრო წესით ცხოვრობდნენ.

ვარჯიშობდნენ დილით, იკვებებოდნენ ჯარისკაცის ულუფით, ცხოვრობდნენ ყაზარმებში და გადაადგილდებოდნენ ახალი ლოჯისტიკური საშუალებებით.

ჩვენი გადამღები ჯგუფი ჟურნალისტი თემო სალუქვაძე და ოპერატორი გიორგი ჯიჯავაძე იყვნენ მედიასწავლების მონაწილეები, რომლებიც დეტალურად მოგვიყვებიან პროექტისა და მათი გამოცდილების  შესახებ.