გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახალ შენობაში გადავა

04 ოქტ 2022

ჯანდაცვის მინისტრმა  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი ადმინისტრაციული შენობა ექნება, სადაც ერთიანი სადისპეტჩერო განთავსდება.