მარი ბოლქვაძემ ეკატერინე გორგოძე დაამარცხა

05 ოქტ 2022

სლოვაკეთის საჩოგბურთო ტურნირის მეთექვსმეტედფინალში ერთმანეთს ორი ქართველი მარიამ ბოლქვაძე და  ეკატერინე გორგოძე დაუპირისპირდა.

შეხვედრა 2 საათსა და 26 წუთს გაგრძელდა და ბოლქვაძის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც მერვედფინალში რუს ეკატერინა კაზიონოვას დაუპირისპირდება.