კონსულტაცია მოსახლეობასთან

17 იან 2017

ხულოში, ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 62 ოჯახს საფრთხე ისევ ემუქრება. აქციიდან მეშვიდე დღეს გეოლოგებმა დაასკვნეს, რომ მათი განსახლება აუცილებელია. მოსახლეობას ხელისუფლების წარმომადგენლები გუშინ შეხვდნენ ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ 3 თვით ქირით გადაყვანას არ თანხმდებიან. შეხვედრის განსხვავებულ შედეგზე საუბრობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. რამაზ ჯინჭარაძის თქმით, ოჯახები შეთავაზებას დათანხმდნენ. მოსახლეობასთან შეხვედრა ხვალაც იგეგმება.