დავით სერგეენკოს განცხადება

17 იან 2017

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რამდენიმე კლინიკამ  საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებული თანხები მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე დახარჯა და მხოლოდ მცირე  ნაწილი მიმართა მედპერსონალსა და პაციენტებზე, - განცხადება დავით  სერგეენკომ წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე გააკეთა.  მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ასეთ კლინიკებთან აღარ ითანამშრომლებს. სერგეენკოს განცხადებით, პაციენტების უსაფრთხოებისა და მოვლის ხარისხის გაუმჯობესება იქნება ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღის პრიორიტეტი.