პარლამენტში დღეს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ

06 ოქტ 2022

რა გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრომ გასულ წელს და რითი იყო უწყების საქმიანობა გამორჩეული - ანგარიშს ლევან დავითაშვილი დღეს დეპუტატებს ჩააბარებს. 

ეკონიმიკის მინისტრს, რომელიც ვიცე-პრემიერის თანამდებობაც აქვს, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში ელოდებიან.  მას შემდეგ, რაც დავითაშვილი მოხსენებას დაასრულებს, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.