საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში

06 ოქტ 2022

ბათუმში, ანგისის სასროლეთზე დაიწყო ტრადიციული  27-ე საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში, რომელშიც ექვსი ქვეყნის, საქართველოს, ყაზახეთის, ლუქსემბურგის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ლატვიის 60-მდე მშვილდოსანი მონაწილეობს.

შეჯიბრება ქალთა და ვაჟთა შორის ტარდება. ტურნირში მონაწილეობენ ასევე პარამშვილდოსნები.

საქართველო ტურნირზე 20 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. შეჯიბრება კიდევ სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და რვა ოქტომბერს დასრულდება.