ბათუმის ქუჩებიდან აყრილი ქვაფენილი დასაწყობებულია - არჩილ ჩიქოვანი

08 ოქტ 2022

ბათუმის ქუჩებიდან აყრილი ქვაფენილი დასაწყობებულია და ის მუნიციპალურ ინტერესებს მოხმარდება - აცხადებს ქალაქის მერი.

არჩილ ჩიქოვანი მათ, ვინც ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ქვაფენილი ''ოცნების'' რჩეულ ბიზნესმენს საჩუქრად გადაეცა, სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საზოგადოება სრულ ინფორმაციას მიიღებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ.