სალომე ზურაბიშილი: „მომავალი წელი საქართველოს და ევროპის იქნება“

09 ოქტ 2022

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი გახსნა, რომელსაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მომავალი წელი ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო წელია, ასევე, მომავალი წელი საქართველოსთვის ევროპის წელი იქნება.