17 იან 2017
მთავრობის თავმჯდომარე ძველი ბულვარის კონსერვაციას და ახალი ბულვარის განვითარების პროცესს აანონსებს. რეგიონის პირველი პირის თქმით, საინვესტიციო პროექტები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებაში შევა, განხილვებში საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება. ეს განცხადებები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალ ბულვარში გააკეთა, სადაც მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და ხეების დარგვაშიც მიიღო მონაწილეობა.