ვლადიმერ კლიჩკო უკრაინელი ხალხის გენოციდის დასრულებას მოითხოვს

11 ოქტ 2022

კიევზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო თავდასხმების შემდეგ  ყოფილმა მოკრივემ და დედაქალაქის მერის ძმამ ვლადიმერ კლიჩკომ საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართა.

ფრთოსანი რაკეტებით დაბომბვის  შედეგად  მხოლოდ კიევში დაიღუპა 5 და დაშავდა 12 ადამიანი.  მთელ უკრაინაში კი დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე, ხოლო დაშავებულთა 105-მდე გაიზარდა. ქვეყნის 12 ოლქში 20-მდე ქალაქი გახდა რუსული საავიაციო დარტყმების სამიზნე.  84-ზე მეტი რუსული რაკეტიდან უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 56-ის განეიტრალება შეძლეს.

კიევის, ლვოვის, სუმის, ტერნოპოლის და ხმელნიცკის ოლქებში 301 დასახლებული პუნქტი ამ დრომდე  უშუქოდ რჩება.

ხელისუფლება მოსახლეობას  ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს.