გოგონების საერთაშორისო დღე

11 ოქტ 2022

11 ოქტომბერი  გოგონათა  საერთაშორისო  დღეა.  წელს მსოფლიო  ამ დღის საიუბილეო, მე-10 წლისთავს აღნიშნავს.

გოგონათა გაძლიერება,  სტერეოტიპები და საჭიროებები – ეს იყო ორგანიზაცია საფარის დღევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემა.  მასში ქვეყნის  სხვადასხვა რეგიონიდან  13–დან 22 წლამდე ასაკის გოგონები მონაწილეობდნენ.

გაიმართა საინფორმაციო შემეცნებითი და გასართობი აქტივობები.