ქართველი ძიუდოისტების უმედლო დღე მსოფლიო ჩემპიონატზე 

12 ოქტ 2022

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე საშეჯიბრო დღეს ტატამზე გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი წარსდგნენ

სოფიო ასპარეზობას პირველსავე წრეში გამოეთიშა, ის ოლიმპიურ და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან, კუბელ იდალის ორტიზსთან იპონით დამარცხდა.

რაც შეეხება გურამ თუშიშვილს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მეორე წრეში სლოვენიელ ვიტო დრაგიჩს იპონით სძლია და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც გერმანელ იოჰანეს ფრეი დაამარცხა  და მეოთხედფინალში იასპარეზებს.