111

05 ოქტ 2022

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების ორგანიზატორი, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი იყო. ბორტნიკოვის უწყებაში აცხადებენ, რომ ტერაქტის   მომზადებაში  მონაწილე რვა  ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის  რუსეთის ხუთი, უკრაინისა და სომხეთის სამი მოქალაქეა. დადგენილია  აფეთქების მომზადებაში მონაწილე   12 ადამიანის ვინაობა და სატვირთო ავტომობილის ზუსტი მარშრუტიც. აგვისტოს დასაწყისში ტვირთი ოდესიდან  ბულგარეთში გაიგზავნა, ბულგარეთიდან იგი ფოთში გადაიტანეს, შემდგომ კი სომხეთში. ტვირთის გადაზიდვაში მონაწილეობდნენ უკრაინის, საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები. 29 სექტემბერს ერევნის ტერმინალში ტვირთი განაბაჟეს და  დოკუმენტები შეცვალეს. საქართველოში რეგისტრირებულმა სატვირთო ავტომანქანამ 4 ოქტომბერს  ზედა ლარსის საქართველო-რუსეთის საზღვარი გადაკვეთა, ორი დღის შემდეგ კი ტვირთი არმავირში საბითუმო ბაზაზე გადმოტვირთეს . 7 ოქტომბერს  უკრაინისა  და რუსეთის მოქალაქეების თანამონაწილეობით ტვირთის დოკუმენტები ისევ შეიცვალა და მიმღებად ყირიმში არარსებული ფირმა დასახელდა. 8 ოქტომბერს დილას სატვირთო ავტომანქანა ყირიმის ხიდზე აფეთქდა.  ინციდენტის შედეგად დაზიანდა ხიდი, ცეცხლი გაუჩნდა აფეთქების მომენტში ხიდზე მოძრავი ნავთობით დატვირთული მატარებლის ცისტერნებს. დაიღუპა 4 ადამიანი.