12 ოქტ 2022
ბათუმის საზღვაო აკადემია საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის 22-ე ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას და კონფერენციას უმასპინძლებს.
19-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმს მსოფლიოს 36 ქვეყნიდან 68 უმაღლესი სასწავლების წარმომადგენელი ეწვევა.
კონფერენციის ფარგლებში განიხილავენ საზღვაო სფეროს მიღწევებსა და საზღვაო განათლების, მეზღვაურთა გადამზადებისა და კვლევით სფეროში არსებულ ტენდენციებს.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება სტუდენტური კონფერენცია, რომელიც ჩატარდება ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრში.