წალენჯიხის მერის ავტომანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

12 ოქტ 2022

წალენჯიხის მერი აცხადებს, რომ მას მანქანა დაუწვეს, რადგან როგორც  გია ხარჩილავა  ამბობს, ავტომობილი ტექნიკურად 100% ით  გამართული იყო. აცხადებს, რომ  შემთხვევის ადგილზე ჩანს სითხის კვალი, რაც  უჩენს  ეჭვს, რომ მანქანა განზრახ დაუწვეს.

შემთხვევა გვიან ღამით, მერის სახლთან  მოხდა.  გამოძიება დაწყებულია  სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე.