პრემიერ-მინისტრი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით სპეციალურ მრჩეველს შეხვდა

13 ოქტ 2022

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს  ირაკლი ღარიბაშვილმა და უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე  აღინიშნა, რომ მსოფლიოში არსებული რეცესიის ფონზე , საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს.

პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ მრჩეველთან შეხვედრაზე ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მეტი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, რაც საქართველოს მოქალაქეებს მეტ შემოსავალს მოუტანს.