18 იან 2017
ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ, ქობულეთში, 2012 წელს მიწისძვრით დაზარალებულ 12 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ. სოფელ კვირიკეში მრავალბინიანი სახლი დაზარალებულთა დახმარების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში აშენდა. რისთვისაც 370 ათასი ლარი დაიხარჯა.