კახა კალაძე: “ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც, თუ მაქვს რაიმე დანაშაული”

14 ოქტ 2022

კახა კალაძე ამბობს, რომ  თუ  მასთან მიმართებაში რაიმე დანაშაული გამოიკვეთა  მზად არის კანონის წინაშე აგოს პასუხი.

კახა კალაძე კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა, სადაც ვაკის პარკში  მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო და მის მშობლებს ესაუბრა.