„სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი გამჭვირვალეა“ - პაპუაშვილი

15 ოქტ 2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სახალხო დამცველის პოზიციაზე კანდიდატების შერჩევის პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერი ახლა ოპოზიციაზეა, რომელსაც მოუწოდებს, რომ საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით იმოქმედონ და გარე ზეწოლას არ დაექვემდებარონ.