ევროკომისია უკრაინის დაფინანსების კონკრეტულ გეგმას წარადგენს

16 ოქტ 2022

ევროკომისია უკრაინის დაფინანსების კონკრეტულ გეგმას უახლოეს კვირებში წარადგენს - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საფინანსო დაწესებულებებთან, რათა უკრაინამ პროგნოზირებადი დაფინანსება მიიღოს.