სროლა ბელგოროდის ოლქის პოლიგონზე - დაიღუპა 11 ადამიანი

16 ოქტ 2022

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, სამხედრო პოლიგონზე ორმა პირმა უმისამართო ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 11 და დაშავდა 15 ადამიანი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელების დსთ-ის წევრი ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეები არიან. ორივე მათგანი საპასუხო სროლის შედეგად ლიკვიდირებულია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები რჩებიან.