წყალდიდობა კუნძულ კრეტაზე - არის მსხვერპლი

16 ოქტ 2022

წყალდიდობას საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მსხვერპლი მოჰყვა. რამდენიმე დღიანი კოკისპირული წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ნიაღვარმა დააზიანა ავტომობილები და ხეები.  

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვლილია სულ მცირე 1 ადამიანი, ორს კი ამ დრომდე ეძებენ.