ბელარუსში 9 ათას რუს ჯარისკაცს განალაგებენ

17 ოქტ 2022

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში 9 ათასი  რუსი სამხედრო განლაგდება. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა  დაწერა.

„რუსი სამხედროების განთავსებას რამდენიმე დღე დასჭირდება. მათი საერთო რაოდენობა 9 ათასზე ოდნავ ნაკლები იქნება“, – წერს რევენკო.გასულ კვირას ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსი და ბელარუსი სამხედროები ბელარუსის საზღვრებთან განთავსდებიან.  ამის მიზეზად მან უკრაინიდან და დასავლეთიდან მომავალი საფრთხე დაასახელა.