მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება - თეთრი სახლი

18 ოქტ 2022

თეთრ სახლში დაგმეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე კამიკაძე დრონებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმები და განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები უკრაინელი ხალხის გვერდით დგას.  

თეთრი სახლის პრესმდივნის კარინ ჟან-პიერის თქმით, უკრაინას შეუძლია აშშ-ს მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.

მომავალ კვირას შეერთებული შტატები 725 მილიონიანი დახმარების  ფარგლებში უკრაინას  საბრძოლო მასალას და სამხედრო ტექნიკას მიაწვდის.