საჰაერო განგაში უკრაინაში

18 ოქტ 2022

უკრაინაში ომი გრძლედება, ოკუპანტი ისევ ბომბავს საცხოვრებელ კორპუსებსა და სტრატეგიულ ობიექტებს. 

რუსეთის იერიშების შედეგად უკრაინის ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია, რამაც მთელ ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია.  – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, „ტვიტერზე“ დაწერა. 

ზელენსკის თქმით, პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება. 10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთის არმიამ უკრაინის ელექტროსადგურებზე რამდენიმე იერიში განახორციელა.