საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

20 ოქტ 2022

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

  • ტორპედო - დინამო თბილისი;
  • ლოკომოტივი 2 - საბურთალო.

ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 2 ნოემბერს გაიმართება. გამსვლელი გუნდები კი ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.