„ბათუმის თასი“ ვეტერანთა შორის

21 ოქტ 2022

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ბათუმის სპორტის სასახლეში ვეტერანთა შორის სწრაფ ჭადრაკში”ბათუმის თასი” გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა ვაჟთა და ქალთა შორის.

ვაჟთა შორის ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით 9 ტურად, ხოლო ქალთა შორის  5 ტურად.

გამარჯვებულს და საპრიზო ადგილზე გასულებს გადაეცათ მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები, ჩემპიონები ასევე დაჯილდოვდნენ თასებით.