ევროპელმა ლიდერებმა ენერგორესურსების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს

21 ოქტ 2022

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ იმუშაონ ზომებზე, რომლებიც ენერგორესურსებზე ფასების ზრდას ეწინააღმდეგება.

„არის მტკიცე გადაწყვეტილება, ერთხმად გაზიარებული, რომ ვიმოქმედოთ ერთად როგორც ევროპელებმა, სამი მიზნის მისაღწევად: დაბალი ფასები, მიწოდების უსაფრთხოების გარანტირება და მოთხოვნის შესამცირებლად მუშაობის გაგრძელება - განაცხადა შარლ მიშელმა სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.